ელექტრიკოსი

რა ღირს ელექტროგაყვანილობის მონტაჟი ბინაში?

რომელი ფაქტორები განსაზღვრავს ბინაში ელექტროგაყვანილობის მონტაჟის ღირებულებას


ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ბინაში ელექტროგაყვანილობის გამოცვლის სამუშაოების საერთო ღირებულებაზე: გაყვანილობის მონტაჟის მეთოდი, ელექტროკვების წერტილების რაოდენობა, კაბელის სიგრძე და მისთ.

როდესაც ხდება სამუშაოთა მთელი კომპლექსის ფორმირება, მნიშვნელოვანია ელექტრომოწყობილობების ჩასართავი წერტილების რაოდენობა. ბინაში ელექტროგაყვანილობის შეცვლა შესაძლოა ძალიან განსხვავებულ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული. ჩვეულებრივ, პროფესიონალები, რომლებიც ცვლიან გაყვანილობას, თავდაპირველად აკეთებენ შენობის ანალიზს ზუსტი ხარჯთაღრიცხვის შესადგენად. შენობაში ელექტროგაყვანილობის შეცვლა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

  • მონტაჟის მეთოდი, რომელზეც დამკვეთმა შეაჩერა არჩევანი - კედელში გაყვანილობისათვის ხელოვნური არხის გათხრა თუ გარე გაყვანილობა. პირველი მეთოდი გაცილებით რთულია - სპეციალისტები თხრიან, ბურღავენ შტეფსელის როზეტებისა და გამომრთველების ღიობებს;
  • ელექტროკვების წერტილების ჯამური რაოდენობა;
  • კაბელის ჯამური სიგრძე;
  • ბინაში ოთახების რაოდენობა და, განსაკუთრებით, მათი განლაგება;
  • დამატებითი ელექტროგამანაწილებელი ყუთების დამონტაჟების აუცილებლობა, მათი გაბარიტები, დაცვის ავტომატების რაოდენობა;
  • გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ხარისხი;
  • სამუშაოს მოცულობა.

მიმზიდველი ინტერიერის შესაქმნელად გირჩევთ ბინაში ფარული ელექტროგაყვანილობის დამონტაჟებას. მთელი კაბელი კედლებში იქნება განლაგებული. მას ბათქაში და შპალერი დაფარავს. თუმცა ასეთი მონტაჟის ხარჯები გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე გარე გაყვანილობის მონტაჟისა.

მეორე მნიშვნელოვანი ნიუანსი: აგურის კედელში გაყვანილობისათვის ხელოვნური არხის გათხრა უფრო იაფია, ვიდრე ბეტონის კედელში. ბეტონი ხომ აგურზე გაცილებით მაგარია, ასე რომ ინსტრუმენტები უფრო მალე ცვდება სწორედ ბეტონზე მუშაობის დროს, ახალი იარაღების ყიდვა კი არ ჯდება იაფი.

კედელში გაყვანილობისათვის ხელოვნური არხის გათხრის შემდეგ კაბელის გაყვანა ამ არხში ხდება. ამასთანავე, რაც მეტია კაბელის კვეთი, მით მეტია გაყვანილობის ღირებულება. მიზეზი ისაა, რომ მეტი კვეთის მქონე კაბელის დამაგრება შესაძლებელია მხოლოდ უფრო ძვირი სამაგრების გამოყენებით.

რა ღირს სპეციალისტების მიერ სამუშაოს შესრულება


თუ მიმართავთ ბრიგადას, რომელიც ბინაში ელექტროგაყვანილობის მონტაჟს პატიოსნად და გამჭვირვალედ ასრულებს, მისი ყველა სამუშაო და ამ სამუშაოების ღირებულება მკაფიოდ ფიქსირდება და კონტროლდება ხელმძღვანელობის მიერ. მაგალითად, ელექტროგაყვანილობის გამოცვლა ბინაში და დასრულებულ მდგომარეობამდე მიყვანა ღირს დაახლოებით 3200 ლარი, თუ ბინა 3-ოთახიანია და მდებარეობს საკმაოდ ახალ სახლში.

არსებობს ფირმები, რომლებიც მზად არიან სამუშაოები შედარებით იაფად შეასრულონ, თუმცა ასეთ შემთხვევაში ხელოსნების კვალიფიკაცია და მათი გამოცდილება შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს, რაც გავლენას მოახდენს ახალი გაყვანილობის დამონტაჟების ხარისხზე. ასევე არ არის რეკომენდებული ბინაში ელექტროგაყვანილობის შესაცვლელად კერძო პირებისათვის მიმართვა, განსაკუთრებით, საეჭვო ადამიანებისათვის, რომლებიც მეზობელი უცხო ქვეყნებიდან არიან ჩამოსულნი. ელექტროგაყვანილობის მონტაჟი სერიოზული საქმეა, მასზეა დამოკიდებული თქვენი ბინის უსაფრთხოება, ასევე თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

განვიხილოთ ჩატარებული სამუშაოების საშუალო გაანგარიშება.
  • ელექტროგამანაწილებელი კარადის მონტაჟი + დამცავი ავტომატების შეერთება - 500 ლარიდან.
  • ელექტროსადენის მონტაჟი - 5 ლარი / 1 მეტრი.
  • ჭერის განათების 1 მოწყობილობის შეერთება - 50 ლარიდან.
  • შტეფსელის როზეტების დაყენება - 25 ლარიდან / 1 ცალი.
  • კედელში გაყვანილობისათვის ხელოვნური არხის გათხრა - 10 ლარიდან / 1 მეტრი.

დასამონტაჟებელი ან შესაცვლელი როზეტების, გამომრთველების, სანათებისა და მისთ. წინასწარ დაგეგმილ რაოდენობაზეა დამოკიდებული სამუშაოების საერთო ღირებულება. ასევე მხედველობაში მიიღება, რამდენი არხის გაბურღვა გახდა საჭირო, რა სამუშაოები ჩატარდა ელექტროკვების ელემენტებისა და ელექტროგამანაწილებელი ყუთების დასამონტაჟებლად. თუ მონტაჟდება დამატებითი სისტემები, მაგალითად, იატაკი გათბობით, საჭირო იქნება ელექტროგამანაწილებელი კარადის მდგომარეობის შეფასება - შესაძლებელია, ის შესაცვლელი გახდეს.

Made on
Tilda