About Our Company

О компании electrik.ge
Гиорги Джавахишвили электрик в Тбилиси

გიორგი ჯავახიშვილი

კომპანია electrik.ge–ს დირექტორი

electrik.ge - თბილისის ერთერთი საუკეთესო ენერგეტიკული კომპანიაა. დენთან მუშაობა მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა!

მზად ვართ პირდაპირ ახლავე გეწვიოთ თქვენ თბილისის ნებისმიერ წერტილში.

ელექტრიკოსის ბინაზე გამოძახება – როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი?

გაჩნდა ხარვეზები ელექტროგაყვანილობაში, როზეტებში და ამომრთველებში? 

 

იყიდეთ ახალი ჭაღი და გსურთ სწორად დააყენოთ? იმისათვის რომ თქვენს საცხოვრებელს არ გააჩნდეს ელექტრობის პრობლემები და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები მიერთებულიყონ დენში ყველა ნორმის დაცვით აუცილებელია საუკეთესო ოსტატების კვალიფიცირებული დახმარება, რომლებსაც გააჩნიათ არამარტო აუცილებელი ცოდნა და უნარჩვევები, არამედ მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. ელექტრიკოსის სახლზე გამოძახება შესაძლებლობას გაძლევთ უმოკლეს ვადებში შეასრულოთ სირთულის ნებისმიერი დონის ელექტროსამონტაჟო სამუშაოები.

რატომ გვირჩევენ ჩვენ?

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების მუშაობის ხარისხს – ელექტრული სამუშაოები კერძო და მრავალბინიან სახლებში არის მათი ძირითადი სპეციალიზაცია. როდესაც ჩვენ მოგვმართავთ – ყოველ ჩვენს თანამშრომელს გააჩნია სპეციალური სამუშაო ფორმა და ხარისხიანი ინსტრუმენტი, რაც საშუალებას გვაძლევთ ყველა სამუშაო ჩავატაროთ მინიმალურად მოკლე ვადებში და ჩვენთან თანამშრომლობა დატოვოს მხოლოდ დადებითი ემოციები.

ჩვენი მომსახურება მოიცავს ფართო სპექტრს: პროექტირება და აზომვები, ელექტროდანადგარების რემონტი და მომსახურება, გაყვანილობის მონტაჟი და შეცვლა, დამიწებისა და ელვდაცვის მონტაჟი, ფარების აწყობა და აუდიტი, მოკლე ჩართვებისა და დენის გაპარვის აღმოფხვრა. ჩვენ სერტიფიცირებული სპეციალისტები ვართ!

როდესაც ჩვენი კომპანიის სახელით ვუშვებთ სამუშაოზე სპეციალისტს, ეს ნიშნავს რომ თქვენს სახლში მოდის მოწესრიგებული, დისციპლინირებული ოსტატი, რათა მოგემსახუროთ უმაღლეს დონეზე!

მოგვმართეთ და მიიღეთ:

 გარანტია

ყველა ჩატარებულ სამუშაოებზე გარანტიაა 1 წლიდან იმ შემთხვევაში, თუ მასალები ხარისხიანია ან ჩვენთან არის ნაყიდი.

ფასდაკლება

ფასდაკლება შემდგომ შეკვეთებზე თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის. აგრეთვე მოქმედებს ფასდაკლება სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე.

ხარისხიანი მომსახურება

პროფესიონალური ელექტრიკოსის გამოძახებაზე ოპერატიულად გასვლა. თუ თქვენ პრობლემა შეგექმნათ ელექტროგაყვანილობასთან ან კომუტირების გაყვანილობასთან, ელექტრიკოსის გამოძახებით შეკვეთის შემთხვევაში თქვენთან რამოდენიმე წუთის პერიოდში გეწვევათ გამოცდილი სპეციალისტი თავისი აუცილებელი მოწყობილობით.

 

ელექტროგაყვანილობის მონტაჟი და შეცვლა

ჩვენი კომპანიის სპეციალისტები სამონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ხელმძღვანელობენ საცხოვრებლის კონსტრუქტიული თავისებურებებით: გამომდინარე იმ მასალიდან, რომლიდანაც აგებულია სახლი, სამუშაოებში შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ხერხი ძველი გაყვანილობის შეცვლის თუ ახალი ელექტროგაყვანილობის გატარების.

სახლში ელექტროგაყვანილობის მონტაჟის წინ ელექტრიკოსები ადგენენ ყველა საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ჯამურ სიმძლავრეს, აგრეთვე ითვალისწინებენ  პიკური დატვირთვის შესაძლებელ ზრდას. ყველა გაანგარიშების შემდეგ სპეციალისტები შეარჩევენ ყველა შესაბამის მასალას:

  • ოპტიმალური კვეთის სადენებს;
  • როზეტები და ამომრთველები;
  • ელექტროენერგიის გამორთვის ავტომატური მოწყობილობები და გამანაწილებელი კოლოფები.

 

ჩვენი ფასები ძირითად სამუშაოებზე

საბოლოო ფასი ჩატარებულ სამუშაოებზე დგინდება სირთულიდან გამომდინარე. ამას გარდა, ახალი ელექტროგაყვანილობის ფასზე შეიძლება იმოქმედონ შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ელექტროგაყვანილობის სახე;
  • ჩაწყობის ხერხი;
  • კაბელის განივი კვეთი;
  • სახარჯი მასალების ღირებულება;
  • სამუშაოების სირთულის დონე და მოცულობა;
  • სახლში/ბინაში ელექტროენერგიის მომხმარებლების სიმძლავრე.

 

ელექტროგაყვანილობის პროექტირებისა და მონტაჟის გარდა ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურებას სუსტწერტილოვანი (საინფორმაციო) სისტემების გაყვანაზე, რომელიც შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

  • ინტერნეტი – კომპიუტერის საკაბელო ოპერატორთან მისაერთებლად, რომელიც ახდენს ინტერნეტის ქსელთან შეერთების მომსახურებას, აუცილებელია გაყვანილობის მონტაჟი, რაც შექმნის მაგისტრალურ ხაზთან მიერთების არხს.
  • ტელევიზია და ტელეფონი – დღეს მრავალი ადამიანი სარგებლობს საკაბელო ტელევიზიით და ტელეფონით, მაგრამ ხარისხიანი ტელევიზიის ყურებისათვის არ არის საკმარისი მიმართოთ კომპანიაში მოცემული მომსახურების მისაღებად – აუცილებელია აგრეთვე საკაბელო ხაზის მონტაჟი ოპერატორის გამანაწილებელი კოლოფიდან თქვენს ტელევიზორამდე.
  • ვიდეოდაკვირვება – აუცილებლობისას შესაძლებელია თქვენს სახლზე/ბინაზე სადღეღამისო ვიდეოდაკვირვების ორგანიზება – ეს გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, როცა თქვენ დიდი ხნით ტოვებთ სახლს.
  • სახანძრო სიგნალიზაცია – მცირეოდენი დაკვამლიანებისას მოცემული სისტემა განგაშს გადასცემს სახანძრო ნაწილის პულტზე, რაც შესაძლებელს ხდის უმოკლეს ვადებში აალების ლოკალიზებას და ქონების დაკარგვით ზიანის თავიდან აცილებას.

 

ელექტრიკოსები სახლზე გამოძახებით ჩვენი კომპანიისაგან – თქვენი სახლის ელექტრული სისტემების მდგომარეობის საიმედობის და სიმშვიდის გარანტიაა! ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ აღნიშნულ ტელეფონზე – ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე!